მაღალმთიანეთი

მეწარმეები მაღალმთიან რეგიონებში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან

მთავრობის კანცელარიაში დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით მთის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მაღალმთიანი რეგიონების რაოდენობის დადგენის შესახებ იმსჯელეს. რაოდენობის დადგენის შემდეგ, მეწარმეებს გადასახადების დონის არჩევანი გაუჩნდებათ, რადგან მაღალმთიანეთში ბიზნესის რეგისტრაციის შემთხვევაში სრულად გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. ამ რეგიონებში მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება. წინასწარი მონაცემებით, მაღალმთიანი ტერიტორიის სტატუსს ქვეყანაში არსებული სოფლების 45% მიიღებს.

შეღავათის მისაღებად კომპანია უშუალოდ მთაში უნდა აწარმოებდეს პროდუქციასა და მომსახურებას, მხოლოდ ფიქტიური რეგისტრაციით ისინი სახელმწიფო შეღავათებს ვერ მიიღებენ. მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიც შექმნა, რომლის ბიუჯეტი მომავალ წელს 20 მილიონი ლარი იქნება.

 

კომენტარები