ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით, ისევ გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით, ისევ გაუფასურდა. ხვალ ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროსი - 2.6346. ერთ დღეში დოლარი 0.61 თეთრით გაძვირდა, ხოლო ევრო - 1.30 თეთრით. 

კვირის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლათან მიმართებით, 2.3937 იყო. ამის შემდეგ, ორი დღის მანძილზე, ლარი 2.3846-ის ნიშნულამდე გამყარდა, თუმცა, გუშინდლიდან, ისევ გაუფასურება დაიწყო და 2.4030 გახდა.

კომენტარები