ტრამპის განცხადება

ბრიტანელები დონალდ ტრამპისთვის საზღვრის დაკეტვას ითხოვენ

Getty Images

ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე პეტიციების განყოფილებაში ახალი პეტიცია გამოჩნდა, რომლის ხელმომწერთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

ბრიტანელები ითხოვენ, რომ ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატ დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალოს.

პეტიციის შექმნა ტრამპის მორიგ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ის ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამერიკაში მუსლიმებს არ შეუშვებს.

აღსანიშნავია, რომ თუკი პეტიცია 100 000 ან მეტ ხელმომწერს შეაგროვებს, მაშინ ამ პეტიციას ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს. ასე, რომ უახლოეს კვირებში ბრიტანულ პარლამენტს ტრამპის ქვეყანაში შეშვება - არ შეშვების საკითხის გადაწყვეტა მოუწევს.

კომენტარები