2015 წლის ოქტომბერში 3 453 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.7%-ით უფრო ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ 37 997 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2014 წლის პირველი ათი თვის მონაცემებთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.
ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობის შემცირება სავარაუდოდ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. სავალუტო შოკის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან.

ფოტო: საქსტატი
ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში, სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.





