2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

პრემიერი: 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მისივე თქმით, მომავალ წელს "დევნილების ბიუჯეტი" 85 მილიონი ლარი გახდება. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"თუ, მაგალითად, 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი და სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა მილიარდ 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს. დაახლოებით 3 მილიარდ 100 მილიონამდე იქნება ჯანდაცვის ბიუჯეტი. თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რომ ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს. ასევე გეტყვით, რომ დევნილებისთვის გვაქვს გათვალისწინებული 85 მილიონ ლარამდე. ჩვენ რომ მოვედით, დევნილების ბიუჯეტი იყო რამდენი? 25 მილიონი ლარი. გაისად იქნება 85 მილიონი ლარი, თქვა პრემიერმა.

კომენტარები