გორის რაიონის სოფელ ქერედან რუსმა მესაზღვრეებმა მამა-შვილი გაიტაცეს. ისინი, სავარაუდოდ, მაშინ აიყვანეს, როდესაც საქონელს მწყემსავდნენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ამ დრომდე უცნობია მათი ადგილსამყოფელი. ელიკაშვილების ოჯახს არავინ დაკავშირებია.
რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გუშინ სოფელ კნოლევიდანაც გაიტაცეს.