რუსეთი სირიაში

ე.წ. ისლამური სახელმწიფო რუსეთს თავდასხმებით ემუქრება

REUTERS

ტერორისტული სამხედრო დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ დაჯგუფება ძალიან მალე დაესხმება თავს რუსეთს.

დაჯგუფების პროპაგანდულმა მედიამ Al Hayat Media Center-მა ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა და ინგლისური ტიტრები დაადო. ვიდეო შეიცავს მედიაგამოცემა Charlie Hebdo-ზე თავდასხმის კადრებს. ამასთან, მუქარაში საუბარია კრემლის აღებისა და კავკასიის დაბრუნების შესახებ.

"მალე, ძალიან მალე, სისხლი დაიღვრება ოკეანესავით", - ამბობენ ვიდეოში.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ცოტა ხნის წინ აშშ-საც სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.

კომენტარები