რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციოში რუსთავი 2-ზე სარჩელის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ძმები ყარამანიშვილებისა და TV საქართველოს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება. განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალვე გამოიტანს.

დღეს მოსარჩელეებსა და მოპასუხე - პარლამენტს უსმენდნენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ხვალინდელ პროცესზე სამართლის დოქტორს, გია ლილუაშვილს მოუსმენენ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელთან დაკავშირებით პარლამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სპეციალისტის მოწვევის შესახებ დააკმაყოფილა.

მოსარჩელეები იმ ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა.

კომენტარები