ეროვნული ბანკი

ივანიშვილი: ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი, თემებზე ვმსჯელობდით

როგორც გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე დღეს მთავარ ჟურნალისტად წარმოგვიდგება, ისევეა დღეს ეჭვები ეროვნულ ბანკზე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებში ბევრი ყოფილი პროკურორია და არავითარი საქმე არ გვაქვს ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობ ამ დროს და ვსაუბრობდი ყოველთვის ეჭვების დონეზე. დროული არ იყო ჩართულობა. კვლევა რომ ჩაატარო, უნდა გქონდეს მთელი სურათი. სურათი არ გვაქვს მთლიანი და ვერ ვხედავთ ამას, ძალიან ჭირს კვლევების ჩატარება. ამის დროც დადგება და კვლევებიც ჩატარდება. მაგრამ აქაც არ მინდა ისე, რომ ახალი აჟიოტაჟი არ გამოვიწვიოთ დღევანდელი განცხადებით. ისევ სჯობია, რომ ჩვენ დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ისევ სჯობია, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო გარედან და ისევ საქმე გავაფუჭო ამით. თუმცა, არ ვთვლი, რომ თავის დროზე საქმე გავაფუჭე. ისინი მიმანიშნებენ ამაზე, რომ ჩემი გამოსვლებით ვაფუჭებ. დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამ თემას თავიდან ნუ ავწევთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორები ძალიან მძიმე დღეში არიან, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ვფიქრობ მეც. მეც არ გამოვრიცხავ, პირადი დახმარებაც აღმოვუჩინო მათ, რომ არ მოხდეს ბიზნესში რამე მკვეთრი გადანაწილება და არ მოხდეს ბანკროტი. მე ამ თემებზეც ვმსჯელობ - თუ გნებავთ, ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი და ამ თემებზეც მქონდა საუბარი.

ამბობს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები