პირველ რიგში, თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროდეს კანონის უზენაესობის. მეტიც, შესაძლოა, გარკვეულწილად ჩანდეს, რომ თითქოს საჭიროა რაღაც გადახვევა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ კონსტიტუციის პოსტულატებს, მუხლებს და უნდა ვიყოთ ბოლომდე ერთგული იმ წესრიგის, რომელიც დადგენილია ჩვენი ძირითადი კანონით. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია, რომ პოლიტიკური ელიტა თამაშობდეს იმ ძირითადი დაწერილი წესებით, რომელიც ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ერთობლივად მივიღეთ. აქ არ არსებობს მომენტი, როცა შეგვიძლია ერთი წამით მაინც ეს დავივიწყოთ
უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის კონფერენცია
მარგველაშვილი: პირველ რიგში პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროდეს კანონის უზენაესობის





