რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს, 11 საათზე გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს, 11 საათზე გაგრძელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლემ ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობა გადადების შესახებ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, მათ მოწმის, ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროს შოთა ივანაშვილის დაკითხვის შესასწავლად და საპაექრო სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდებათ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები თვლიდნენ, რომ იურისტებს საკმარისი დრო ჰქონდათ სხდომის ოქმის გასაცნობად, თუმცა, შუამდგომლობას გადადების შესახებ ბოლოს მაინც დაეთანხმნენ.

კომენტარები