რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა

ტაბულა

მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თამაზ ურთმელიძის თქმით, ნიკა გვარამია საქმის მიმდინარეობის ბოლომდე გაძევებულად ითვლება. მოსამართლემ გაიხსენა რუსთავი 2-ის საქმეზე წინა პროცესი და აღნიშნა, რომ გვარამიამ მას უვიცი უწოდა. ურთმელიძის თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, ხოლო მისი გამოსვლები შოუს ელემენტებს შეიცავდა.

ამ წუთებში რუსთავი 2-ის ადვოკატები სხდომის გადადების შუამდგომლობას აყენებენ. მათ განმარტებით, პროცესზე ნიკა გვარამიას დასწრება აუცილებელია, რადგან მან ისაუბროს იმის შესახებ, ვინ უთხრა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ. მოსარჩელე მხარე სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას არ ეთანხმება. მათი შეფასებით, პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.

კომენტარები