მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას. თუმცა, ვფიქრობ, უნდა შეისწავლონ, ბოლომდე გამოიძიონ და ამ ადამიანს თუ ვინმე მართლა რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობს, ჩვენც ვიცოდეთ. თუმცა, მე ვერ შევატყვე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს.
tbl.ge/gw0
დაკოპირდა

რუსთავი ორის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




