რუსეთი სირიაში

რუსეთის საჰაერო დარტყმებმა სირიაში 45 ადამიანი იმსხვერპლა

the nation

სირიაში, ლატაკიას პროვინციაში, რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად აჯანყებულთა ლიდერი დაიღუპა. სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ობსერვატორიის განცხადებით, მოკლულია 45 ადამიანი - როგორც აჯანყებული მებრძოლები, ისე სამოქალაქო პირები.

პირველი სანაპირო დივიზიის აჯანყებულთა ჯგუფმა, რომელიც სირიის თავისუფალი არმიის დროშის ქვეშ იბრძვის, უკვე დაადასტურა თავისი შტაბის მეთაურის ბასილ ზამოს სიკვდილი.

პირველი სანაპირო დივიზია ერთ-ერთი იმ ჯგუფთაგანია, რომლებმაც აშშ-ის პროგრამის უზრუნველყოფით უცხოური სამხედრო დახმარება მიიღეს.

კომენტარები