ოპერის შენობასთან ღობეზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართული პოსტერების გაკვრისთვის ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს.
ისინი ორთაჭალაში სამმართველოში მიჰყავთ.

ფოტო: ტაბულა
მანამდე სტუდენტებმა გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ კანცელარიასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკება საფრთხის შემცველია.
ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში საინფორმაციო პოსტერების გაკვრას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 4 საათზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება.





