რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია მარგველაშვილს და უსუფაშვილს: გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენ ხელთ არის

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. პრეზიდენტს, როგორც პირს, რომელიც ბოლომდე იცავს ჩვენს უფლებებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მხოლოდ იმედგაცრუებების მიზეზებს გვაძლევს. სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მოეგეთ გონს და მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით. თქვენ დღეს ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც საქართველოში მანიაკალური, ოლიგარქიული რეჟიმის დამყარებას ემსახურება, ემსახურება თქვენი შვილების მომავლის მოსპობას, ემსახურება თავისუფალი მედიის მოგუდვას, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გაემიჯნეთ ამ ადამიანებს ხმამაღლა და დაგმეთ მათი საქციელი, მოუწოდეთ ყველას, რომ აღადგინოს სტატუსკვო და რუსთავი 2-ს მისცენ მუშაობის საშუალება, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენ ხელთ არის, იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ განადგურდეს და ჯერ კიდევ აზრი ჰქონდეს არჩევნების ჩატარებას, რადგან პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე, არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს, არ იქნება ნამდვილი არჩევნები, ეს იქნება ხელისუფლების მითვისება და ამას ქართველი ხალხი, მათ შორის ჩვენც, არასდროს დავუშვებთ.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს შპს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებაზე. ტელეკომპანია საქართველო რუსთავი ორის 51%-იანი წილის მფლობელია.

კომენტარები