ჩინეთში ორგანიზებული დანაშაულისთვის ჩინური ტრიადის 19 000 წევრი დააკავეს. სამთვიანი დაკავებების ოპერაცია ჰონგ კონგში, მაკაოსა და გუანდონში ჩატარდა. პოლიციის განცხადებით, ტრიადის წარმომადგენელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. დანაშაულები მოიცავს ნარკოდანაშაულს, უკანონო აზარტულ თამაშებსა და პროსტიტუციას.
ტრიადა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფებია, რომლებიც ძირითადად ჰონგ კონგში, მაკაოსა და ტაივანშია დაფუძნებული, თუმცა, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.





