თავისუფალი სასამართლო ის კი არ არის, რომ ცდილობ გატეხო და სულ ბოლომდე ვერ გატეხავ (საკონსტიტუციოს ჯერ ბოლომდე ვერ აკონტროლებ და იმიტომ). 9 თვეზე მეტი წინასწარში ჯდომა, მოსამართლეების მთავრობასთან შეთანხმებული კანონდარღვევები (ტურავა), პროკურატურის მთავრობასთან შეთანხმებული საქციელი (გუშინდელი სასამართლო). თან არ დაგავიწყდეთ, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია, თავისუფალი არ არის უგულავა და სხვა პოლიტიკური ოპონენტები ამ მთავრობის დევნისგან. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით რომ არ გამოეშვათ, პირდაპირ ჩრდილო კორეის კატეგორიაში შევიდოდით. ნუ, თუ ეს გიხარიათ და ესაა საზომი, მაშინ გიხაროდეთ. ოღონდ თავისუფალ სასამართლოს ნუ ახსენებთ.
tbl.ge/buv
დაკოპირდა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Facebook-ში წერს.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




