კარგია, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლომ მართლმსაჯულების ფუნქცია რეალურად შეასრულა. ზუსტად მსგავსი შემთხვევების გამო მოქალაქემ უფრო დაცულად შეიძლება იგრძნოს თავი. ცხადია, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ 9 თვეზე მეტ ხანს შეიძლება იყოს წინასწარი პატიმრობა და ვერც საქალაქო სასამართლო იტყოდა, რომ ამის შემდეგ უგულავა მაინც უნდა დარჩეს პატიმრობაში. ერთი მიკვირს ამ მთელ პროცესში - როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წევრის, ასევე პროკურატურის წარმომადგენელთა ქმედებები, რომლებმაც როგორც თავიანთ მიუკერძოებელ რეპუტაციას, ასევე ქვეყნის იმიჯს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს. რის გამოც მომავალში გაუჭირდებათ დაუმტკიცონ ჩვენს პარტნიორებს ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები დეპოლიტიზირებულები არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ვერც ისინი და ვერც მათი ხელმძღვანელები ამას ვერ ხვდებიან. სასამართლო რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად უფრო თავისუფალია, ეგ კი დავინახეთ ყველამ.
tbl.ge/yn6
დაკოპირდა
წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური Facebook-ში გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა