გიგი უგულავას საქმე

უსუფაშვილი: უგულავა ისეთივე უდანაშაულო ან დამნაშავეა, როგორიც იყო გუშინწინ

გიგი უგულავა ისეთივე უდანაშაულო, ან ისეთივე დამნაშავეა, როგორც იყო გუშინწინ. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ვინმეს ბრალეულობაზე და ავკარგიანობაზე, ეს ერთი. მეორე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეტანილ დავაზე, კანონისა, რომელიც გუშინწინ ანუ წინა მოწვევის პარლამენტებმა მიიღეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იმ კანონის გარკვეულ მუხლებზე ითქვა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ამასთანავე, ამ კანონების შეცვლასთან დაკავშირებით, არ შემოსულა არანაირი ინიციატივა პარლამენტში არც წინა მოწვევაში და არც ამ მოწვევის პარლამენტში, ასე რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ ამ თემას, მინდა, რომ ყველასთვის ნათელი იყოს ეს ამბავი... ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველას და ყველაფერს უსმენენ, მაგრამ მოქმედებენ საკუთარი გონების და სინდისის კარნახით.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები