გიგი უგულავას საქმე

უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობაზე სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე უგულავას გათავისუფლებას ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00 იმსჯელებს.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები