როგორც ტაბულას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთადერთი კომენტარი, რაც მათ შეუძლიათ უგულავას არაკონსტიტუციურ წინასწარ პატიმრობაზე გააკეთონ ის არის, რომ "სამინისტრო იმოქმედებს კანონით დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში".
კითხვა, როგორ ესმით უწყებაში კანონის მოთხოვნა და შესაბამისად, აპირებენ თუ არა ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, არაკონსტიტუციურად ცნობილი წინასწარი პატიმრობიდან გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს.





