პლენუმის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამიტომ ყველა მოსამართლემ ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ ტურავას აქვს უფლება, ეპითეტებით შერაცხვის გარეშე, 40-გვერდიანი გადაწყვეტილება წაიკითხოს იქამდე, სანამ ხელს მოაწერს. მას აქვს ეს უფლება და სასამართლოს თავმჯდომარეს ვალდებულება აქვს, რომ თავისი მოსამართლის ღირსება დაიცვას ამ შემთხვევაში. ტურავა არ არის ის ადამიანი, რომ პასუხისმგებლობას დაემალოს - მით უმეტეს, გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებულია. შეიძლება, რაღაც გარკვეული, არგუმენტირებული, განსხვავებული აზრები ჰქონდეთ მოსამართლეებს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელშიც პაპუაშვილი, როგორც მხარე, არ უნდა ერეოდეს. ჩემი აზრით, პაპუაშვილის პოზიცია საკმაოდ შეუსაბამოა ნეიტრალობის აუცილებლობასთან და თავმჯდომარის და მოსამართლის ღირსების დაცვის საკითხებთან მიმართებაში.
tbl.ge/10b2
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების არგამოცხადებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, არ გამოცხადდა და მიზეზად მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობა დასახელდა.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




