ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი ლარზე: არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა

ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. კონკრეტულად, საუბარი მაქვს ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურების მორიგ ტალღას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

კომენტარები