2008 წლის აგვისტოს ომი

ხიდაშელი: ქვეყანა ომს ვერ მოიგებს, თუ ვერ შეთანხმდა ვინ არის საერთო მტერი

ქვეყანა ომს ვერ მოიგებს თუ საერთო მტერსა და მოყვარეზე არ შეთანხმდა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

2008 წლის აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავზე ხიდაშელმა მუხათგვერდის მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

"იმედი მაქვს, რომ აგვისტოს ომი როგორც სწორედ მაშინ, ისე იქნება ყოველთვის ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამშლელი... არ არსებობს სამხედრო ძალა რომელიც ომს მოიგებს და ქვეყანას გაამარჯვებინებს თუ არ არის საერთო ეროვნული კონსენსუსი, სანამ ქვეყანა არ არის შეთანხმებული მთავარ ამბებზე - მტერზე, მოყვარეზე, იმაზე თუ საით მიდის ქვეყანა, რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რისთვისაც სიცოცხლესაც გაწირავ" - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები