გაზმომარაგება

გლდანის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, გლდანის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

გლდანის რაიონში მდებარე გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო დღეს 11.00-დან 17.00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გლდანის "ა" მიკრორაიონის N 1, 2, 3, 4, 55, 58, 58-ა, 68, 69, 70, აგრეთვე - გლდანის მეორე მიკრორაიონის N 24, 24-ა, 24-ბ, 25, 25-ა, 27, 27-ა, 28, 28-ა, 28-ბ, 33, 34, 35 კორპუსებსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (სულ - 1750-მდე აბონენტს).

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომენტარები