ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კანდელაკი: ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ნამდვილი პარტიაა საქართველოში

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ერთადერთი ნამდვილი პარტიაა საქართველოში. აღმასრულებელი მდივნის პარტიულ თანამდებობაზე - რომელიც გენერალური მდივნის პოლიტპატიმრობის პირობებში - გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელიცაა, გაიმართა ნამდვილად კონკურენტული არჩევნები ორ ძლიერ კანდიდატს შორის სადაც მცირე სხვაობით გაიმარჯვა სერგო რატიანმა.ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პარტია რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს ასეთი ან თუნდაც რაიმე დონის შიდა დემოკრატიით. დღეს მეტად გამოცდილი და დაღვინებული ნაციონალური მოძრაობა უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ. ერთ მუშტად შეკრული, ჩვენი პარტია იწყებს საარჩევნო კამპანიას უნიათო ოლიგარქის გასასტუმრებლად და საქართველოს განვითარების სწორ გზაზე დასაბრუნებლად.

გიორგი კანდელაკი facebook-ის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება, სადაც სერგო რატიანი პარტიის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს.

კომენტარები