NATO-საქართველო

სტოლტენბერგმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ თბილისში ვიზიტს გეგმავს. ბრიფინგზე ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვას რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების შესახებ.

"პირველ რიგში, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვაღიარებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ისინი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ მივიღეთ ყოვლისმომცველი პაკეტი და ვმუშაობთ მრავალ სფეროში, რათა დავეხმაროთ საქართველოს მისი შეიარაღებული ძალების და თავდაცვის მოდერნიზაციაში. მე ვაპირებ ვიზიტს საქართველოში, თუმცა ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ", - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მინისტერიალზე ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების გაფართოება, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ექვსი სამეთაურო ცენტრის შექნა გადაწყდა.

მინისტერიალის შემდგ NATO-ს შტაბბინაში ასევე ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

 

კომენტარები