ერევანი

ერევანში მომიტინგეები ისევ შეკრებას აპირებენ

აქცია ერევანში
svoboda.org

სომხეთის დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დღეს დილით საპროტესტო აქცია დაარბია, მომიტინგეები შეკრებას საღამოს, თავისუფლების მოედანზე აპირებენ. აქციები დენის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ ერევანში 19 ივნისიდან მიმდინარეობს.

წუხელ ღამით დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირზე, პრეზიდენტის რეზიდენციის ბლოკირება სცადეს. დღეს დილით პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, 200-ზე მეტი დემონსტრანტი დაკავებულია. მათ წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

სომხეთის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი აგვისტოდან 16%-ით მოიმატებს და დაახლოებით 10 ცენტს გაუტოლდება. ენერგოდისტრიბუციის ქსელს სომხეთში რუსული კომპანია რაო ეესი ფლობს. 

 

კომენტარები