მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულების ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.

ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები