სტიქია თბილისში

ჯანაშია: კატასტროფის მიზეზი ახალი გზა არ არის

სამწუხაროა, რომ გზა როცა კეთდებოდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ გაკეთებულა. მაგრამ რომც გაკეთებულიყო, სათუოა, რამდენად იქნებოდა გათვალისწინებული ესა თუ ის ფაქტორი. მაგრამ ფაქტია რომ წყალდიდობის რისკი არ იყო გათვალისწინებული და იმ მონაკვეთებში, სადაც გზა უახლოვდება მდინარის კალაპოტს, მოხდა გზის წარეცხვა და დაზიანება... ჩვენი მეცნიერების, ჩვენი ექსპერტების დასკვნით, გზა არ წამოადგენდა მიზეზს ამ კატასტროფის. ამ კატასტროფის მიზეზი არც გვირაბი არ არის როგორც ასეთი. მიზეზი კომპლექსურია, პირველ რიგში ეს რის ნალექი, რომელიც უფრო და უფრო გახშირდება მომავალში და წყალშემკრები აუზების ძალიან სერიოზული დეგრადირება, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ხორციელდება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია თბილისში სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები