პანორამა თბილისი

ივანიშვილი: პანორამა თბილისის კრიტიკოსები ძირითადად პროექტის აზრზე არ იყვნენ

ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიონალი გუნდი არქიტექტორების, ქალაქის არქიტექტორების. ჩვენ უნდა გვყავდეს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სოლიდური გუნდი, ვინც მოახერხებს ამ მიმართულებით სიტუაციის გარდატეხას. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ შეგნებულად ესხმოდნენ თავს პანორამას, რამეთუ ჩემთან ჰქონდა მას კავშირი და პროექტის აზრზე არ იყვნენ პრინციპში ის კრიტიკოსები ძირითადად, რომლებიც ამას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ზოგადად, არქიტექტურა და არქიტექტურული პროექტები და ეს პროცესი, ჩემი აზრით, არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, რამეთუ ჩვენ გვაკლია გამოცდილება, გვაკლია, თუ გნებავთ, პროფესიონალებიც და უნდა გამკაცრდეს, მეც აქა ვარ, უნდა გამკაცრდეს და რაც მთავარია, უნდა გამკაცრდეს გარემოს ზედამხედველობის როლი.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები