სტიქია თბილისში

უგულავა: დღეს “რიგითი ნარმანია” ვარ, რადგან ვიცი, რა ძნელია მის ადგილზე ყოფნა

ყველა საზოგადოებაში ტრაგედია სოციალური პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ერთიანობის განცდას აძლევს ბიძგს. დღევანდელ ტრაგედიას გმირებად რიგითი თბილისელები გამოუჩნდნენ. ყველა გემოვნების და ორიენტაციის თბილისელი ერთად დარაზმული ცდილობს სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას. ეს კათარზისია. ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსებს, მან უნდა გვიჩვენოს გზა, საით ვიაროთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ, რა ტალახიც არ უნდა ისროლონ და რა ნადირობაც არ უნდა გამოაცხადონ კუდიანებზე, მე დღეს "რიგითი ნარმანია" ვარ, რადგან ვიცი, რა ძნელია მის ადგილზე ყოფნა და ამ პასუხისმგებლობის ტარება.

 

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადება 13-14 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შესახებ.

კომენტარები