სტიქია თბილისში

ჯავახიშვილი: მთის მასას მდინარე რომ არ გადაეკეტა, ასეთი ზიანი არ იქნებოდა

primetimenews.ge

მოწყვეტილი მთის მასას მდინარე ვერე რომ არ გადაეკეტა, წყალდიდობა ასეთ დიდ ზიანს არ გამოიწვევდა. ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.

"მოთხრილია მთელი მთა. ეს უზარმაზარი, წყლით გაჟღენთილი მიწა და უზარმაზარი რაოდენობის ხეები ჩაიტანა ვერეში, გადაკეტა ვერე. ამან ძალიან სერიოზული მოცულობის წყლის დაგროვება გამოიწვია, შემდეგ ამ წყალმა იპოვა გზა, გადახეთქა და ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი უბედურება ამ ტალღის დარტყმა იყო. ვერე რომ არ გადაკეტილიყო, წყალდიდობა ამხელა ზიანს არ გამოიწვევდა", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, იმ ადგილას, სადაც მთა მოწყდა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, დარჩენილია დიდი მოცულობის მიწა და ტყე, რაც გარკვეულ საშიშროებას ქმნის. ჯავახიშვილის განცხადებით, ადგილს გეოლოგები აკვირდებიან.

 

კომენტარები