უკრაინა

უკრაინაში, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

Aleksey Vovk / RIA Novosti

ხანძარი ნავთობბაზაზე, კიევის მახლობლად, რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტს არ უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა. პეტრო პოროშენკომ სამართალდამცველებს უბედური შემთხვევის მიზეზების სასწრაფოდ გამოძიება დაავალა. კიევიდან 30 კილომეტრში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარს ბაზის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა. ცეცხლი ნავთობის 16 რეზერვუარს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობისას, სულ მცირე, ექვსი მეხანძრე დაშავდა.

ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე წესრიგის დასაცავად ეროვნული გვარდიის 400 მებრძოლი მიავლინა.

კომენტარები