არის საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ბიუჯეტით არის შეძენელი და რომელიც თავდაცვის სამინისტროს არაფერში სჭირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში არის ერთი რაღაცა, არავინ იცის რა ჰქვია და რომელშიც ძალიან ბევრი ფული – რამდენიმე ათეული მილიონია გადახდილი. რომელსაც ერთადერთი ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდა – ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის უნდა მოესმინათ და ეყურებინათ. მოსასმენი აპარატიც არ არის, ვერ გეუბნებით რა არის, არ ვიცი. ეს არის ამ
სტუდიისხელა რაღაც, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ის უნდა მიიტანო, დააყენო იმ წერტილში, რომლის სრული მონიტორინგიც გინდა და ის უსმენს, უყურებს, იწერს და ყველაფერს ხედავს... გაყიდვა მინდა, მაგრამ ვის უნდ მივყიდო არ ვიცი... და ასეთი უსარგებლო ნივთი არის ბევრი.
თინა ხიდაშელი
ხიდაშელი: ივანიშვილს „სტუდიისხელა რაღაცით“ უსმენდნენ





