ქადაგიძის დაკითხვა

შოთაძე: როცა საჭირო იქნება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკითხება

pirveliradio.ge

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ინტელექტბანკის, სტანდარტბანკის, სახალხო ბანკის კანონიერი მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევისა და ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, როდესაც საჭირო იქნება, ამ საქმეებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც დაიკითხება.

"ამ საქმეებზე დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. თუ მოვა ის ეტაპი, როდესაც საჭირო იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა, ის აუცილებლად დაიკითხება. ამ ეტაპზე ამის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები", - თქვა შოთაძემ.

კომენტარები