დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე და ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. გვაქვს კარგად შემუშავებული გეგმა, რას ნიშნავს ის ამოცანები, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განვახორციელოთ. გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და მე ველი, რომ რიგის დეკლარაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნება ის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები და ასევე მოწოდება, რომ უახლოეს დროს ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება და საქართველოს მიმართ აამოქმედოს ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას. რასაკვირველია, რიგის სამიტი ეს არის ეტაპი. რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა სწორედ მიმართულია იქეთკენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური აღიარება და ამასთან ერთად, საქართველო გამოჩნდეს კვლავაც, როგორც ქვეყანა, რომელიც არის მოდელი რეგიონში საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის.
tbl.ge/1up
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რიგის სამიტთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ილვესი: სამიტით შესაძლოა უკმაყოფილოები ხართ, მაგრამ მუშაობა უნდა განაგრძოთ
- ბაქრაძე: ვიზა ლიბერალიზაციის პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება
- ზაქარეიშვილი: ხელმოცარულ ძალებს სურთ, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს პოლიტიკას
- ღარიბაშვილი: წინა მთავრობის შემდეგ დიდი ნახტომი გვაქვს, ამას ყველა აღნიშნავს
- აშშ: რუსეთის ზეწოლის ზრდისას რეგიონის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია