ევროკავშირი

ევროკავშირმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციის გეგმა დაამტკიცა

telegraph.co.uk

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციის გეგმა დაამტკიცეს, რომელიც კონტრაბანდისტთა გემების ძიებას და განადგურებას ითვალისწინებს. როგორც ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, ოპერაცია ივნისიდან დაიწყება.

წლის დასაწყისიდან აფრიკიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით გადასვლის მცდელობისას ზღვაში 1800-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო. ევროპის სამხრეთ სანაპიროს მიგრანტთა უპრეცედენტო ტალღა მიაწყდა, გაეროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა წლის დასაწყისიდან 60 ათასმა ადამიანმა სცადა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ოპერაცის განსახორციელებლად გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი დასჭირდებათ.

"სახელმწიფოთა მეთაურებმა ერთი თვის წინ უსაფრთხოების და თავდაცვის საერთო ზომების შემუშავება დაგვავალეს, რათა კონტრაბანდის ბიზნესმოდელის დემონტაჟი მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ჩვენ ანტიკრიზისული მართვის კონცეფცია მივიღეთ, რომლის თანახმად ოპერაციის შტაბი რომში განლაგდება და მას კონტრადმირალი კრედენტინო უხელმძღვანელებს. ოპერაციის დასაწყებად მზად უკვე ივნისში ვიქნებით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

კომენტარები