ტერორიზმი

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

CNN

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის პოლიცია ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, მოკლულებს შორის ამერიკის მოქალაქეცაა. მსხვერპლთა შორის ინდოეთისა და იტალიის მოქალაქეებიც არიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციით, სასტუმროში კულტურის ღონისძიება უნდა გამართულიყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

 

კომენტარები