სამხრეთ კორეაში რეზერვისტმა 4 კოლეგას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაჭრილი პირებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რეზერვისტმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კოლეგები სამხედრო ბანაკში, ერთ-ერთი წვრთნის დროს დაჭრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.





