თბილისის მერიაში დილიდან მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი სითი პარკს ეხება, კერძოდ, მერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საკითხი ვიწრო ტროტუარებზე 50 პარკირების ადგილის მოხსნას ეხება.
„იქ, სადაც არის ძალიან ვიწრო ტროტუარი და სადაც მანქანის პარკირება და ქვეით მოსიარულეთა გადაადგილება ერთდროულად არის შეუძლებელი, ჩვენ ეტაპობრივად იქ ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას და დღესაც ვამტკიცებთ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 50 ადგილი ვიწრო ტროტუარებზე პარკირებისა უნდა მოიხსნას. თუმცა იმისათვის, რომ მძღოლებს არ შეექმნათ დისკომფორტი, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ.





