ეკონომიკური ზრდა

ივანიშვილი ტაბულას: კარგია, რომ დამარწმუნეთ -"ჯიბეზე იგრძნობთ" ნამდვილად ვთქვი

რომელი ტელევიზია ბრძანდებით? ტაბულა... რა თქმა უნდა, ასე ზოგადად, ხომ უნდა გააფორმოთ როგორმე... აბა, მითხარით, რომელი დაპირება მივეცით და ვერ შევასრულეთ?... ხო... მესამე წელი ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო, აი, ზუსტად მაგის განმარტებებს ვაკეთებდი ახლა. ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო, თქვენ აჩვენეთ ეს კადრები, კარგია, რომ აჩვენეთ. მე ოდესღაც უარი ვთქვი ამაზე, ეს არ იყო ჩემს ლექსიკაზე... და ნორმალურმა ადამიანმა ოდესმე შეიძლება, რაღაცა ისეთი თქვა და კარგია, რომ აჩვენეთ ეს და დამარწმუნეთ, რომ ნამდვილად მე ვთქვი. ამაში არაფერი არ არის ისეთი, რომ თავის სამართლებელი მქონდეს. 

 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა. ცნობისთვის, 20 მარტს ივანიშვილმა უარყო თავისი 2012 წლის განცხადება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა. მან თქვა, რომ "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის და კეთილი ინებეთ და პუნქტუალობას მიეჩვიეთ".

კომენტარები