ბუნებრივი აირი

ვარკეთილს დღეს ბუნებრივი აირი აღარ გაეთიშება

ისანი-სამგორის რაიონს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდება. გუშინ გვიან ღამით ვარკეთილაირსა და ყაზტრანსგაზ-თბილისს შორის მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ ყაზტრანსგაზ-თბილისი ვარკეთილაირს ბუნებრივი აირის მიწოდებას აღარ შეუწყვეტს.

კომპანია ვარკეთილაირს ყაზტრანსგაზ-თბილისის წინაშე 164 ათასი ლარის მოცულობის დავალიანება აქვს დაგროვილი. ყაზტრანსგაზმა ამ დავალიანების გადახდის ბოლო ვადად ვარკეთილაირს 28 აპრილი განუსაზღვრა, რის შემდეგაც ყაზტრანსგაზსს ვარკეთილაირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა შეეწყვიტა, თუმცა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შედეგად ყაზტრანსგაზი ვარკეთილაირს ბუნერბივი აირის მიწოდებას აღარ შეუწყვეტს. ყაზტრანსგაზში გუშინ ვარკეთილისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის აუცილებლობას კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობით ხსნიდნენ. 

ვარკეთილაირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საქმის მოკვლევა გუშინ სემეკმაც დაიწყო. სემეკის განცხადებაში ნათქვამია, რომ "თუკი მხარეთა შორის მოლაპარაკებების საფუძველზე არ მოხდება საკითხის დარეგულირება, კომისია უფლებამოსილია მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, ხვალვე ჩანიშნოს რიგგარეშე საჯარო სხდომა, სადაც საჯაროდ განიხილება აღნიშნული საკითხი და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა არ გახდეს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვისა და მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი".

კომენტარები