ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაჭრილია

www.frontpagemag.com

ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაჭრილია და დროებით დაჯგუფების მმართველობას ჩამოშორებულია. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლელი დიპლომატები ავრცელებენ.

ალ-ბაღდადი 18 მარტს კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიჭრა. თავდაპირველად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც ისლამური სახელმწიფო ახალი ლიდერის არჩევასაც გეგმავდა. თუმცა ახლა ალ-ბაღდადი მკურნალობის კურსს გადის და ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კომენტარები