ასეულათასობით დემონსტრანტი ბრაზილიაში ქუჩაში გამოვიდა და მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მეორე დემონსტრაციაა.
მოქალაქეების პროტესტი კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიის არაერთი წევრია გარეული.
პრეზიდენტი დილმა რუსეფი რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი იყო, რომელსაც საგამოძიებო ორგანოებმა 22 მილიარდი დოლარის საეჭვო კონტრაქტები აღმოუჩინეს.





