თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში შალვა აბულაძის მეგობრის რამინ მამედოვის პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში შალვა აბულაძის მეგობრის რამინ მამედოვის სასამართლო პროცესი იწყება. დაკავებულ მამედოვს საგამოძიებო ორგანო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას ედავება. პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს. 

დაკავებული მამედოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამინ მამედოვზე ზეწოლა ხორციელდება და მას ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდეს".

"ჩემ ძმას აიძულებდნენ ეთქვა ის, რაც მან არ იცოდა. მან არ იცოდა, სად იყო შალვა აბულაძე, ჩაუდეს ნარკოტიკი და 20-წლიანზე უშვებენ იმის გამო, რომ მან არ იცოდა აბულაძის ადგილსამყოფელი," - აცხადებს დაკავებული რამინ მამედოვის ძმა მიხეილ მამედოვი. 

კომენტარები