9 აპრილი

ლაშა ბაქრაძე: მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ვერ ვისწავლეთ


სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გარკვეული სიმბოლოები, მათ შორის დღესასწაულები გარკვეული სიმბოლურო ქმედებებია. იმის მიუხედავად, რომ 25 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ვერ ვისწავლეთ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. ერთადერთი, რაც 9 აპრილს ხდება - სანთლებს დაანთებენ ყვავილებს დადებენ. არაფერი არ ხდება, მაგალითად, სკოლა ამაში არანაირ მონაწილებას არ იღებს, ეს ეხება 26 მაისს, ეს ეხება 25 თებერვალს... არცერთი დღესასწაული არსცერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ არის სახელმწიფო აქტი... გასაკვირი არ არის, რომ ახალმა თაობამ არაფერი ამის შესახებ არ იცის, არ აქვს საკუთარი დამოკიდებულება. არცერთი წიგნი არ არსებობს. მე-20 საუკუნეზე რამე რომ გინდოდეს, ამაზე გაუთავებლად ვლაპარაკობ, სტივენ ჯონსი უნდა წაიკითხო და უცხოელის თვალით უყურო საკუთარ თავს. ეს არის უაღრესად დიდი პრობლემა... არანაირი სახელმწიფოებრიობისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჩვენ დღესასწაულებს არ აქვთ.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე 9 აპრილის აღნიშვნის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები