პოლიციელის მკვლელობა

ივანიშვილი: ამნისტიის თემა ენმ-ს აგორებულია, ტყუილად ესხმიან თავს ამ ამნისტიას

მე მგონი, რომ ეს თემაც აგორებულია ისევ ნაცების. არ მოსწონთ მათ მათგან დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო რომ გათავისუფლდა. 6%-მდე შებრუნდა ციხეში, ეს არის უნიკალური შემთხვევა. ესეც ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, ამნისტია ვისაც შეეხო. ძალიან დაბალი პროცენტი შებრუნდა უკან, იცით ხომ? დანაშაული ვინც ჩაიდინა, ძალიან დაბალმა პროცენტმა. თანაც ამას [შალვა აბულაძეს] პირდაპირ არ შეხებია მგონი ამნისტია, რაღაც შეუმცირდა. ეს არ არის პირდაპირი შემთხვევა, რომ გამოუშვეს კაცი. საერთოდ, თავს ესხმიან ტყუილად ამ ამნისტიას და თქვენ ნუ აყვებით ჟურნალისტები. უამრავი უდანაშაულო იჯდა ციხეში. თქვენ ეჭვი გეპარებათ ვინმეს, რომ უამრავი უდანაშაულო იჯდა ციხეში ნაციონალური მოძრაობის დროს? ვის გაქვთ ეჭვი? ვინმეს გაქვთ ეჭვი? თვითონ ის ფაქტი, რომ 6%-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, ესეც სამტკიცი არ არის განა იმისა, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო? როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმიტომ, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში? ხომ არ შეიძლება, ამხელა აქცია დავუქვემდებაროთ ამას?

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძესა და საყოველთაო ამნისტიას ეხებოდა.

კომენტარები