ჯანელიძის მოსმენა

8 აპრილს მინდია ჯანელიძეს დეპუტატები მოუსმენენ

რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს, 8 აპრილს, 12:00 საათზე თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. ეს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა თქვა. თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ კი, საფრანგეთთან სამხედრო შესყიდვების საკითხს ნდობის ჯგუფი განიხილავს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ამ საკითხს ხმაურიანი დებატები მოჰყვა ბიუროს სხდომაზე.

თავისუფალი დემოკრატების ძალაში ტოვებენ საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის შექმნის მოთხოვნას. ალასანიას გუნდის ინიციატივას იზიარებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კომენტარები